ნინო ბურჯანაძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
ნინო ბურჯანაძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
11:35 14.06.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების  ლიდერებთან ერთად, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს ირლანდიის ვიცე-პრემიერს, საგარეო და ვაჭრობის მინისტრს იმონ გილმორს შეხვდა.

როგორც „ნიუსპრესს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები იყო.

პარტიის ინფორმაციით, ბურჯანაძემ სტუმარს ქვეყანაში არსებული ვითარების და ბოლო პერიოდში გაუარესებული საარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. დასახელდა ხელისუფლების მხრიდან პარტიის წევრების მიმართ განხორციელებული ზეწოლის კონკრეტული ფაქტები.

ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო გასული წლის 26 მაისს „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წინააღმდეგ განხორციელებულ სადამსჯელო ოპერაციას.

ირლანდიის საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა დემოკრატიული არჩევნებისთვის სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ბეჭდვა