პირის სახელის, გვარის და პირადი ნომრის შემცველი მოწმობა იდენტიფიცირებისთვის საკმარისი ხდება
პირის სახელის, გვარის და პირადი ნომრის შემცველი მოწმობა იდენტიფიცირებისთვის საკმარისი ხდება
18:34 23.02.2012
მოწმობა, რომელზეც პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერია დატანილი, იდენტიფიცირებისთვის საკმარისი გახდება. ამასთნ დაკავშირებით ცვლილება "საქართველოს  მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონში შედის.
დღეს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის ერთ–ერთმა ინიციატორმა კახა ანჯაფარიძემ განმარტა, რომ ცვლილებების განხორცილების შემდეგ პირს საშუალება მიეცემა პირადობის მოწმობის ნაცვლად ბანკში მომსახურების მისაღებად მართვის მოწმობა გამოიყენოს.
ახალი კანონპროექტის თანახმად დგინდება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი რომელშიც მითითებულია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის, სახელი, გვარი და პირადი ნომერი შეიძლება გამოყენებული იქნას პირის იდენტიფიცირებისათვის.

ბეჭდვა