გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი უკრაინაში დღეს იწყება
გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი უკრაინაში დღეს იწყება
11:08 14.06.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს უკრაინაში ვიზიტს იწყებს.
მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის  ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მთელი რიგი უმაღლესი დონის შეხვედრებია დაგეგმილია. ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და თავის უკრაინელ კოლეგას შეხვდება.

„ტრადიციულად, უკრაინასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს, თუმცა, სურვილი გვაქვს, პოლიტიკური ურთიერთობების მიღმა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს“ - განაცხადა კალანდაძემ და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტი საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანის საწინდარი გახდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უკრაინაში 16 ივნისს დასრულდება.

ბეჭდვა