პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუა მოსკოვიდან დღეს
სკანდალურ განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს.
პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ განცხადება საქართველოში მოსალოდნელ პოლიტიკურ მოვლენებს შეეხება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს „განახლებული საქართველოსთვის“ ოფისში საგანგებო სკაიპ-კონფერენცია გაიმართება.
