პრემიერ-მინისტრმა ახალი სადაზღვევო პაკეტის დეტალები მცხეთელ პენსიონერებს აუხსნა
პრემიერ-მინისტრმა ახალი სადაზღვევო პაკეტის დეტალები მცხეთელ პენსიონერებს აუხსნა
18:46 13.06.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად მცხეთაში ჩავიდა და ადგილობრივ პენსიონიერებს იმ სადაზღვევო პაკეტის დეტალები გააცნო, რომელიც სექტემბერში უნდა ამოქმედდეს.

როგორც ნიკა გილაურმა ოქროპირიძეების ოჯახის პენსიონერ წევრებს განუცხადა, სექტემბრიდან სახელმწიფო ყველა ასაკით პენსიონერს დააზღვევს, რაც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას საგრძნობლად გაზრდის.

პრემიერის თქმით, სადაზღვევო პოლისების დარიგება ივლისიდან დაიწყება, თუმცა, დაზღვევა ძალაში სექტემბერში შევა.

დღესვე, პრემიერმა მცხეთაში ახალი, მრავალპროფილური კლინიკა დაათვალიერა და საავამყოფოში დანერგილ სერვისებს გაეცნო. გილაური სამკურნალო დაწესებულების პერსონალსაც გაესაუბრა და მათი სამუშაო პირობებით დაინტერესდა.

ბეჭდვა