„ქართული ოცნების“ აქცია ოზურგეთში თეატრის წინ მდებარე მოედანზე გაიმართება
„ქართული ოცნების“ აქცია ოზურგეთში თეატრის წინ მდებარე მოედანზე გაიმართება
18:25 13.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია ოზურგეთში სავარაუდოდ, თეატრის წინ მდებარე მოედანზე გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, კოალიციას ამის შესახებ შესაბამის სტრუქტურებში მოთხოვნა უკვე შეტანილი აქვს და ოფიციალურ პასუხს ელოდება.
„ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ სიტყვიერი თანხმობა გვაქვს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, აქციაზე არამხოლოდ ოზურგეთის, არამედ მთელი გურიის მოსახლეობას ელოდებიან, თუმცა, პრესსპიკერის განმარტებით, ამისთვის სპეციალური ღონისძიებები არ ტარდება.
„ქართული ოცნების“ აქცია ოზურგეთში 17 ივნისს, 19:00 საათზე გაიმართება.
შესაძლოა, კოალიციამ აქციაზე გურიის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელოს.

ბეჭდვა