პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუა მოსკოვიდან ხვალ სკანდალურ განცხადებას გააკეთებს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს.
პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ განცხადება საქართველოში მოსალოდნელ პოლიტიკურ მოვლენებს შეეხება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ „განახლებული საქართველოსთვის“ ოფისში საგანგებო სკაიპ-კონფერენცია გაიმართება.
