დავით ჯალაღანია რუსეთის საემიგრაციო სამსახურის განზრახვას ქართველების გამოძევებასთან დაკავიშრებით სამწუხაროს უწოდებს
დავით ჯალაღანია რუსეთის საემიგრაციო სამსახურის განზრახვას ქართველების გამოძევებასთან დაკავიშრებით სამწუხაროს უწოდებს
16:33 13.06.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია სამწუხაროს უწოდებს რუსეთის საემიგრაციო სამსახურის განზრახვას, რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს 9 ათასი მოქალაქის გამოძევებასთან დაკავშირებით.

როგორც ჯალაღანიამ დღეს ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, რუსეთის ხელისუფლება ვერ გამოვიდა იმ განწყობიდან, რომლის შედეგადაც დღეს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე განიხილება, რომელიც 2006 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ, ეთნიკური ნიშნით ქართველების გამოძევებას ეხება.

„სამწუხაროა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთის ჩინოვნიკებს და შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს, კვლავ მსგავსი განწყობები აქვთ“-განაცხადა ჯალაღანიამ.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საემიგრაციო სამსახურის უფროსმა კონსტანტინ რომოდანოვკიმ განაცხადა, რომ უნდა მოიძებნოს და სასამართლოს გადაეცეს საქართველოს 9 ათასი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებიან.

ბეჭდვა