ქდმ-ს ლიდერები გიორგი თარგამაძე და ჯაბა სამუშია ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ
ქდმ-ს ლიდერები გიორგი თარგამაძე და ჯაბა სამუშია ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ
16:05 13.06.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები გიორგი თარგამაძე და ჯაბა სამუშია ისნის რაიონის მოსახლეობას ჭრელაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

შეხვედრაზე ქრისტიან-დემოკრატებმა მოსახლეობას დასაქმებაზე, ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, განათლებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

“დასაქმება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ჯანმრთელობისა და განათლების ხელმისაწვდომობა, ქართული სოფლის აღორძინება, ეს არის ის პრიორიტეტები რომელიც „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ ყოველთვის განსაკუთრებული იყო და ხალხმა იცის, რომ ეს თემები ეროვნულ დონეზე უნდა მოგვარდეს, ჩვენ ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ “ - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

„ქრისტიან-დემოკრატებმა“ ხელისუფლებას ჭრელაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის იმ ნარჩენებისგან გაწმენდისკენ მოუწოდეს, რომლებიც წლების წინ მდებარე ბენზინგასამართი სადგურის გაუქმების შემდგომ დარჩა და რომელიც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.


ბეჭდვა