პრემიერ-მინისტრი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლით კმაყოფილია
პრემიერ-მინისტრი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლით კმაყოფილია
14:34 13.06.2012
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 60-70 პროცენტით გაიზარდა, რაც უმუშევრობის შემცირების საშუალებას იძლევა.  ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პირველი კვარტლის მონაცემებით, პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებელმა ჯამურად 270 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 60-70%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.

„გასული წელი პირდაპირი ინვესტიციების კუთხით საკმაოდ წარმატებული იყო და ამაზე უფრო კარგი მაჩვენებელი გვაქვს პირველ კვარტალში. ასეთივე ტემპის შენარჩუნება იგეგმება მეორე კვარტალშიც, ეს პირდაპირ არის მიბმული ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან“-განაცხადა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრი ვარაუდობს, რომ შარშანდელის მსგავსად, უმუშევრობა საქართველოში წელსაც შემცირდება.



ბეჭდვა