პაატა დავითაია სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრა
პაატა დავითაია სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრა
14:32 13.06.2012
„საქართველოს ევროპელი დემოკრატები“-ს ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმყოფება.

პარტიის ინფორმაციით, პარიზში დავითაია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მონაწილეობს.

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი შეხვდება მოსამართლეობის კანდიდატებს ბოსნია ჰერცოგოვინიდან, ხორვატიიდან, ჩეხეთიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან, შვედეთიდან და ინგლისიდან და თითოეული ქვეყნის 3 კანდიდატს შორის ერთს შეარჩევს.

პაატა დავითაია 2010 წლიდან სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის წევრია.

კომიტეტის სხდომა, რომელზეც თითოეული ქვეყანა მოსამართლეობის 3 კანდიდატს წარადგენს, 16 ივნისამდე გაგრძელდება.


ბეჭდვა