კამპანიის - „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციები ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში დღეს საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ კამპანიის მონაწილეებმა აცნობეს, პრესკონფერენციაზე გავრცელდება მიმართვა, რომელიც ბოლო დღეებში ქვეყანაში შექმნილ საარჩევნო გარემოს პრობლემებს შეეხება.
პრესკონფერენციაზე, ასევე საუბარი იქნება პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულებაზე კამპანიის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნაზე - კანონმდებლობაში აისახოს ე.წ. must carry-ისა და must offer-ის პრინციპები.
