გრიგოლ ვაშაძე ჯუდით გოფს შეხვდა
გრიგოლ ვაშაძე ჯუდით გოფს შეხვდა
09:51 13.06.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  ჯუდით გოფს შეხვდა.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

ბეჭდვა