ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა
ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა
09:44 13.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
ივანიშვილი თავდაპირველად სოფელ ოდიშში იმყოფებოდა, შემდეგ კი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში ჩავიდა.
იგი რამდენიმე ადგილობრივს ოჯახში ესტუმრა და მათი პრობლემებით დაინტერესდა, ხოლო შემდეგ ამ პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა გააცნო.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეხვედრას, გარდა რიგითი მოქალაქეებისა, "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კოალიციაში აცხადებენ, რომ მათ ბიძინა ივანიშვილისთვის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ხელის შეშლა სცადეს.

ბეჭდვა