გურამ ჩახვაძემ ხელისუფლებას საყოველთაო დაზღვევის სქემა შესთავაზა
გურამ ჩახვაძემ ხელისუფლებას საყოველთაო დაზღვევის სქემა შესთავაზა
18:40 12.06.2012
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა გურამ ჩახვაძემ თავის გამოსვლაში ხელისუფლებას ედპ-ს ალტერნატიული ხედვა გააცნო, რომელიც საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის სქემის შემოღებას გულისხმობს.
ჩახვაძის განცხადებით, ედპ-ს სქემის მიხედვით, სახელმწიფომ საშემოსავლოდან უნდა დააზღვიოს სოციალური რისკები, რათა მოქალაქეები დაცული იყვნენ საყოველთაო სამედიცინო დაზღვევით, უმუშევრობის დაზღვევით, სამუშაოზე უბედური შემთხვევისგან დაზღვევით და ამასთან, დაზღვეული იქნება მათი სიბერეც.
ჩახვაძის თქმით, აქედან გამომდინარე, დასაქმებული პირები სამედიცინო დაღზვევას საკუთარი ხელფასიდან არ გადაიხდიან, რადგან ეს სახელმწიფოს მიერ საშემოსავლოდან მიღებული ფული იქნება.
„ეს არ უნდა იყოს ნებაყოფლობითი, არამეს უნდა იყოს საყოველთაო და აქ ბუნებრივად ჩართული იქნებიან სადაზღვევო კომპანიები“- აღნიშნა ჩახვაძემ და დასძინა, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტით არა რიგითი მოქალაქე, არამედ ხელისუფლების მიერ ლიცენზირებული მმართველი კომპანიები ისარგებლებენ.

ბეჭდვა