ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტის დეპუტატებს პენსიის საარსებო მინიმუმადე გაზრდის ინიციატივის განხილვისას მოუწოდა, რომ არა პრეზიდენტის, არამედ ხალხის ეშინოდეთ.
„გაიხსენეთ, რა შემოსავალი გაქვთ, როგორ კაბინეტებში სხედხართ, ხოლო ხალხი ნაგავში იქექება და თქვენგან ელოდება გადაწყვეტილებას, რომელიც მათთვის პურის და წამლის ყიდვის საშუალება იქნება“ – განაცხადა ბაღათურიამ რიგგარეშე სხდომაზე.
დეპუტატის ინიციატივით ყველა ასაკით პენსიონერისთვის მინიმალური პენსია საარსებო მინიმუმს უნდა გაუტოლდეს, ხოლო 2013 წლიდან პენსიონერებს ყოველ ნამუშევარ წელიწადზე 2 ლარი უნდა დაემატოს.
