პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ ამომრჩევლებთან შეხვედრისას მათი სურვილებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც კუბლაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი პარტიის ხარჯზე ვინმესთვის ოპერაციის ჩატარების ან სხვა სახის დახმარების გაწევის კონკრეტული ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისმა ორგანომ ეს უნდა შეისწავლოს ისევე, როგორც მოხდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლისთვის ტექნიკის გადაცემის შემთხვევაში.
„მე არ მაქვს ინფორმაცია ასეთ ფაქტებზე. ვფიქრობ, არასწორი ინფორმაცია გაქვთ და კარგი ქინება თუ გადაამოწმებთ. თუ საუბარია იმაზე, რომ სადმე გროვდება მონაცემები იმის შესახებ, თუ რა პრობლემები არსებობს სოფლად ან ქალაქში, ეს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მთავარი ამოცანაა ამომრჩეველთან შეხვედრისას“ – განაცხადა კუბლაშვილმა.
ბეჭდურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველი პარტიის რაიონული კოორდინატორები მოსახლეობაში აგროვებენ ინფორმაციას მათი მატერიალური და სოციალური საჭიროებებისა და სურვილების შესახებ.
