საქართველოს ინვალიდთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა სიხარულიძე ხელისუფლებას პენსიის 300 ლარამდე გაზრდას სთხოვს.
როგორც სიხარულიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს, განსაკუთრებით კი, პრობლემები პენსიონერ და ინვალიდ ხალხს აქვს.
„საჭიროა პენსია 300 ლარით განისაზღვროს. პენსიონერები და ინვალიდები ის ხალხია, რომლებსაც მუშაობა არ შეუძლიათ, სწორედ ამიტომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს“ - განაცხადა სიხარულიძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები გაგრძელდება ხელისუფლების მიერ მათი ამ მოთხოვნას დაკმაყოფილებამდე.
