სააკაშვილი - ამდენი წელი ვაშენებთ და უცებ გაჩნდა კლასი, რომელსაც ნგრევა უნდა
სააკაშვილი - ამდენი წელი ვაშენებთ და უცებ გაჩნდა კლასი, რომელსაც ნგრევა უნდა
15:35 12.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კახეთში ყოფნისას გურჯაანში მდებარე იუსტიციის სახლი გახსნა.

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს იუსტიციის სახლები ხალხის მომსახურეობის ყველაზე უფრო შორს წასული იდეალია მსოფლიოს მასშტაბით.

როგორც მან აღნიშნა, დანგრევის მიმართულებით საქართველოში არსებული რადიკალების მთავარი სამიზნეები სწორედ შუშის ხიდი, ქუთაისის პარლამენტის შენობა და იუსტიციის სახლია.

პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ქუთაისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამონგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ამ საკითხთან მიმართებაში გარკვეული ჯგუფის ჟრიამულმა გააოგნა.

„რაღაც ჯგუფები ჟურნალისტების და პოლიტიკოსების ისეთი გახარებული იყვნენ, რომ რაღაც ჩამოინგრა და ტრაგედია მოხდა, ისეთი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ამ საქმეს, ისეთი ჟრიამული და ლამის ხორხოცი ატეხეს ამ ყველაფრზე ნიშნის მოგებით. აი გულით უხარიათ ნგრევა, ამდენი წელი ვაშენებთ და უცებ გაჩნდა კლასი, რომელსაც ნგრევა უნდა, უხარია, მოსწონს და ამას გამოხატავს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მსგავსი ადამიანების იმედგასაცრუებლად შენება გაგრძელდება.



ბეჭდვა