საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლა არ ნიშნავს მის გადაცემას არსებული ხელისუფლების რომელიმე წევრისთვის. განაცხადა პარტია „ქართული ოცნება-
დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა გუგული მაღრაძემ.
„ჰილარი კლინტონმა მიხეილ სააკაშვილს ნათლად უთხრა, რომ უნდა მოხდეს ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა, რაც არ გულისხმობს ხელისუფლების ბაქრაძისთვის ან უგულავასთვის გადაცემას, ეს ნიშნავს ხელისუფლების გადაცემას სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის“- განაცხადა მაღრაძემ.
მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს არჩევნების გაყალბებისთვის მწვანე შუქი არ აუნთია.
მისივე თქმით, კლინტონმა სააკაშვილს გარკვევით უთხრა, რომ ხელისუფლების ჩანაცვლება დემოკრატიული გზით უნდა მოხდეს.
