ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ემონ გილმორი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, აღნიშნული შეხვედრა უკვე ჩანიშნულია და სავარაუდოდ ბათუმში შედგება.
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესაც შეხვდება.
