საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უახლოეს მომავალში ქვეყნის სოფლებისა და წყალმომარაგების პროგრამას წარადგენს.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროგრამის მიზანი ქალაქებსა და სოფლებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაა.
მისი თქმით, ინიციატივა შეეხება ბათუმს, ფოთს, ქუთაისს და ყველა რაიონულ ცენტრს.
“ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ინიციატივა ეხება სოფლად მცხოვრებ მოსახელობას. იგი მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას და რეგიონებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოწესრიგებას ითვალისწინებს“-განაცხადა მანჯგალაძემ.
