საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და
ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჯუდით გოფთან გამართა შეხვედრა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსასხური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობითვე, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
