პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით, დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება.
როგორც გუშინდელი ბიუროს სხდომაზე
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის მიხედვით საკმაოდ ბევრი საკითხია განსახილველი. მათ შორის იქნება საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის პირველი მოსმენა ქალაქ ლაზიკას სამომავლო სტატუსის შესახებ შესაბამისი დებულების შეტანის თაობაზე.
ამასთანავე, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საგაზაფხულო სესიის დახურვამდე დღევანდელი სხდომის გარდა, კიდევ სამი სხდომა გაიმართება.
საგაზაფხულო სესია, რეგლამენტის თანახმად, ივნისს ბოლო პარასკევს, 29 ივნისს დაიხურება.
