თარგამაძე - ნატოს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ჩვენს მიერ გაღებული წვლილის ადეკვატური უნდა იყოს
თარგამაძე - ნატოს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ჩვენს მიერ გაღებული წვლილის ადეკვატური უნდა იყოს
20:18 11.06.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისგან საქართველოს მიერ სამშვიდობო ოპერაციებში შეტანილი წვლილის ადეკვატურ დამოკიდებულებას მოითხოვს.
ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ნატოს სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისტან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი განცხადებით, საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია უალტერნატივო საკითხია, თუმცა, მთავარია, რომ ქართული სახელწიფოს მიერ ნატოს ინტერესებისთვის გაღებული მსხვერპლის მიმართ, ალიანსმა საპასუხო სვლები განახორციელოს.
„არ ხდებოდეს ის, რომ რაც უფრო მეტად ვზრდით ჩვენს მონაწილეობას ნატოს ოპერაციებში, ჩვენი უსაფრთხოების სისტემა უფრო მეტად სუსტდებოდეს. სამწუხაროდ, დღევანდელი სურათი სწორედ ასეთია“ - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ ხელისუფლების ოპოზიციაა, ის საქართველოს სახელმწიფოს ოპოზიცია არ არის, ამდენად, ქართული არმისაა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით დაინტერესებულია.
მისივე განცხადებით, საქართველოში რამდენიმე წელია ეროვნული თავდაცვის აკადემია ფუნქციონირებს, რომელიც ნატოს მხრიდან დახმარებას საჭიროებს.
„მე ვთხოვე აპატურაის, რომ ნატომ და ალიანსის წევრმა ქვეყნებმა სამხედრო აკადემიას მეტი დახმარება აღმოუჩინონ, ვინაიდან ქართველმა ოფიცრებმა მართლაც მიიღონ იმ ხარისხის ცოდნა, რაც ქართული არმიის ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანადაა საჭირო“- განაცხადა თარგამაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მისი თხოვნას ალიანსი გაიზიარებს.

ბეჭდვა