“ეს შენ გეხებას“ წევრებმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მაუწყებლის ტრანზიტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
“ეს შენ გეხებას“ წევრებმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მაუწყებლის ტრანზიტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
19:02 11.06.2012
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრებთან გამართული შეხვედრა მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. must carry-ს საკითხთან დაკავშირებით  კვლავაც უშედეგოდ დასრულდა. 
კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია უცვლელია და ის მიიჩნევს, რომ მიუღებელია კერძო სამართლებრივ ურთიერთობებსა და კერძო ბიზნესში მსგავსი ჩარევია.
„მათი მთავარი საკითხია ე.წ. must carry–ს პრინციპის შემოღებაა, რომლის თანახმად საკაბელო კომპანიები ვალდებული უნდა იყვნენ გაავრცელონ ყველა ტელევიზიის მაუწყებლობა, რომელიც სიხშირული ან სატელიტური სპექტრით გადაიცემა. საზოგადოებას აქვს ინტერესი და ამავდროულად აქვს შესაძლებლობაც, რომ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან მიიღოს“ – განაცხადა კუბლაშვილმა.
როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტი არ ეთანხმება სავალდებულო ტრანზიტის შესახებ წარდგენილ წინადადებებს.
„მომდევნო შეხვედრამდე პარლამენტი უფრო კარგად ჩამოყალიბდება. ჩვენი წინადადების მოდიფიცირებას შევეცდებით, რომ მისი მიღება შესაძლებელი გახდეს“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.
შემდეგი შეხვედრა პარლამენტში 14 ივნისს დაიგეგმა.
კამპანია ,,ეს შენ გეხებამ“ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა. ავტორების შეფასებით, საკანონმდებლო შეთავაზების მიზანი საკაბელო ქსელების აბონენტების ინფორმაციის ალტერნატიული საშუალებებით უზრუნველყოფაა.

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ სამაუწყებლო მედიის ბაზარზე პლურალიზმისა და მრავალფეროვნების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველო ვალდებულია must carry-ს წესები შემოიღოს, რაც ბაზარზე მოთამაშეებსა და მომხმარებლის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს დაამკვიდრებს.

ბეჭდვა