უმრავლესობის წევრებს მომღერალ ქეთა თოფურიაზე საუბარი არ სურთ
უმრავლესობის წევრებს მომღერალ ქეთა თოფურიაზე საუბარი არ სურთ
16:52 23.02.2012
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მომღერალ ქეთა თოფურიასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურთ.
"ა სტუდიოს" ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია ერთ-ერთი იმ მომღერალთაგანია, ვინც დღეს მოსკოვში ვლადიმირ პუტინის მხარდასაჭერად გამართულ მიტინგზე იმღერა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ქეთა თოფურიამ სად იმღერა და რა გააკეთა ეს მათი საქმე არ არის და არც მასზე საუბარი არ სურთ.
ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე სიმღერის დაწყებამდე დამსწრეებს "სამშობლოს დამცველის დღე" მიულოცა.

ბეჭდვა