ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ კომენტარები მხოლოდ დეპუტატებმა გააკეთეს.
როგორც გურამ ჩახვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ჩიკაგოს სამიტის შედეგები საქართველოსთვის წარმატება იყო და ახლა ეს წარმატება უნდა განმტკიცდეს.
„მთავარია, რომ ახლა არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდეს, რადგან ეს იქნება იმპულსი ნატოსთან დაახლოების კუთხით“ – განაცხადა ჩახვაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო უსაფრთხოების საკითხი, ასევე რეფორემების გაგრძელებისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მნიშვნეალობა.
