ბობოხიძე – „ქართული ოცნების“ აქციაზე მეზობელი რეგიონების მოსახლეობაც იყო ჩამოყვანილი
ბობოხიძე – „ქართული ოცნების“ აქციაზე მეზობელი რეგიონების მოსახლეობაც იყო ჩამოყვანილი
18:00 11.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციამ ქუთაისში გამოავლინა, რომ ქუთაისლები ამ პოლიტიკურ ძალას მხარს არ უჭერენ.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მმართველი გუნდის წევრმა აკაკი ბობოხიძემ გუშინდელი აქციის შეფასებისას განუცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, აქციაზე ჩამოყვანილი იყო არა მხოლოდ იმერეთის სხვადასხვა რაიონის, არამედ მეზობელი რეგიონების – რაჭა–ლეჩხუმისა და სამეგრელოს მაცხოვრებლებიც და ასევე თბილისელებიც.
„თუ გავითვალისწინებთ სხვა რეგიონებიდან და თბილისიდან ჩამოყვანილ მოსახლეობას, შემიძლია ვთქვა, რომ ქუთაისმა „ქართულ ოცნებას“ მხარი არ დაუჭირა და იმედია, არც მომავალში დაუჭერს“ – განაცხადა ბობოხიძემ.
თუმცა, დეპუტატი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ხელისუფლებას ქუთაისში მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ, როგორც ბობოხიძემ განაცხადა, ქუთაისლების მიერ „ქართული ოცნების“ მიმართ დაფიქსირებული დამოკიდებულება განპირობებული იყო იმით, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ქალაქისთვის ახალი მონაპოვარის – მეორე დედაქალაქის – სტატუსის ჩამორთმევას.
ბობოხიძის გათვლებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ გუშინ ქუთაისში გამართულ აქციას მაქსიმუმ 12 000 ადამიანი ესწრებოდა.

ბეჭდვა