საქართველოში კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტარტეგია მუშავდება.
ეს განცხადება იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს იურისტმა გიორგი ჯოხაძემ დღეს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს იურისტის განმარტებით, დოკუმენტი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია და მის მომზადებაზე ეროვნული უშიშროების საბჭო მუშაობს.
გიორგი ჯოხაძის თქმით, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები - კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.
