აპატურაი - ნატო-ში საქართველოს განიხილავენ როგორც პარტნიორს
აპატურაი - ნატო-ში საქართველოს განიხილავენ როგორც პარტნიორს
17:47 11.06.2012
საქართველოს ნატო-ში როგორც პარტნიორს ისე განიხილავენ. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და ნატო-ს რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვები აქვთ.

ჯეიმს აპატურაიმ დღესვე ჩიკაგოს ნატო-ს სამიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველო წარმოდგენილი იყო იმ პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლებიც მსოფლიო უსაფრთხოებაზე ერთობლივად ზრუნავენ.

,,ჩიკაგოს სამიტზე საქართველო წარმოდგენილი იყო 13 პარტნიორ ქვეყანასთან ერთად. ეს შეხვედრა არ იყო ნატოში გაწევრიანების შეხვედრა, თუმცა, ჩვენ ერთობლივად გვესმის მთლიანად რეგიონის უსაფრთხოება“ - აღნიშნა აპატურაიმ, რომელიც თბილისში ნატო-ს კვირეული ფარგლებში იმოფება და ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.



ბეჭდვა