„ახალი მემარჯვენეები" IRI-ს ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელს სტივ ნიქსს შეხვდნენ
„ახალი მემარჯვენეები" IRI-ს ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელს სტივ ნიქსს შეხვდნენ
17:09 11.06.2012
პარტია "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე და სხვა ლიდერები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელს სტივ ნიქსს შეხვდნენ.

აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი საარჩევნო გარემოს შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

დავით გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა სტივ ნიქსს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარებისთვის გაწეული საქმიანობისთვის, მათ შორის "ახალი მემარჯვენეების" დახმარებისთვის.

შეხვედრას IRI-ს საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელი ანდრეა კირბსიც დაესწრო.

ბეჭდვა