ქუთაისის მაჟორუტარი დეპუტატი, მმართველი გუნდის წევრი აკაკი ბობოხიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჯორიტარობის კანდიდატს გუბაზ სანიკიძეს ძლიერ კონკურენტად არ მიიჩნევს და მას წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებს.
„ხელისუფლების მხრიდან ქუთაისში სანიკიძეს დაუპირისპირდება არა ძალიან ძლიერი კონკურენტი, არამედ ის, ვინც გაიმარჯვებს“ – განაცხადა ბობოხიძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის საუბარია ქუთაისის დღევანდელი მერის გია თევდორაძის კანდიდატურაზე, რომელსაც, დეპუტატის განცხადებით, ქალაქში მიმდინარე ყველა პოზიტიური პროცესი უკავშირდება.
„ქუთაისს ღირსეული კანდიდატურა ეყოლება. რაც შეეხება გუბაზ სანიკიძეს, მან ერთხელ უკვე იყარა კენჭი, და არა მგონია, მან რაიმე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს“ – აღნიშნა დეპუტატმა.
ქუთაისში კოალიციის მიერ გამართულ აქციაზე გუშინ ბიძინა ივანიშვილმა იმერეთის რეგიონში მაჟორიტარობის ექვსი კანდიდატურა დაასახელა, მათ შორის ქუთაისში - გუბაზ სანიკიძე.
