პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დახურვამდე 4 სხდომა დარჩა
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დახურვამდე 4 სხდომა დარჩა
16:20 11.06.2012
პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით, ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება.
როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის მიხედვით საკმაოდ ბევრი საკითხია განსახილველი. მათ შორის იქნება საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის პირველი მოსმენა ქალაქ ლაზიკას სამომავლო სტატუსის შესახებ შესაბამისი დებულების შეტანის თაობაზე.
ამასთანავე, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საგაზაფხულო სესიის დახურვამდე ხვალინდელი სხდომის გარდა, კიდევ სამი სხდომა გაიმართება, აქედან ერთი რიგგარეშე იქნება, რომელიც საგაზაფხულო სესიას დახურავს.
საგაზაფხულო სესია, რეგლამენტის თანახმად, ივნისს ბოლო პარასკევს, 29 ივნისს დაიხურება.
ბეჭდვა