ქდმ საარჩევნო პროგრამაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წინადადებებს შეიტანს
ქდმ საარჩევნო პროგრამაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წინადადებებს შეიტანს
15:03 11.06.2012
თბილისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაბის” წევრი ზაზა გაბუნია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების  უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
გაბუნიამ შეხვედრაზე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” საარჩევნო პროგრამაში შესატან საკითხებზე ისაუბრა.
მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც შეზღუდული შსაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე, მათი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე მუშაობენ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა თავი კარგად იგრძნონ. დღეს მოვისმინე მათი წინადადებები და გარკვეული, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენს საარჩევნო პროგრამაში მოხვდება იმისთვის, რომ შემდგომში პარლამენტში იმუშაოს ჩვენმა ფრაქციამ თეორიული ნაწილის პრაქტიკაში განსახორციელებლად”- აღნიშნა გაბუნიამ.
მისივე თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” განსაკუთრებულად გაამახვილებს ყურადღებას მათი სადაზღვევო, მედიკამენტებით უზრუველყოფის, საპენსიო და სარეაბილიტაციო საკითხებზე.

ბეჭდვა