საქართველოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის, ე.წ.
ოდირის შემფასებელი მისიის დელეგაცია სტუმრობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განმარტებით, დელეგაცია საქართველოში ოფიციალური მოწვევის საფუძველზე ჩამოვიდა.
კალანდაძის თქმით, დამკვირვებელი მისიის წარმომადგენლები შეხვედრებს როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავს.
„ერთი კვირის განმავლობაში მათ საქართველოს წინასაარჩენო კლიმატის მაქსიმალური შესწავლისა და რეკომენდაციების მომზადების შესაძლებლობა ექნებათ“ - განაცხადა კალანდაძემ და დასძინა, რომ თავის მხრივ, საქართველოსთვის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მნიშვნელოვანია.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის შემფასებელი მისიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 16 ივნისამდე გაგრძელდება.
