ჯონდი ბაღათურია - 20 ლარიანი ვაუჩერების დარიგებას სჯობს პენსია 100 დოლარამდე გაზარდონ
ჯონდი ბაღათურია - 20 ლარიანი ვაუჩერების დარიგებას სჯობს პენსია 100 დოლარამდე გაზარდონ
16:09 23.02.2012
ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია ხელისუფლებას 20ლარიანი ვაუჩერების დარიგების ნაცვლად პენსიის 100$-მდე გაზრდისკენ მოუწოდებს.  
"პრეზიდენტმა რეალობის შეგრძნება დაკარგა. ის არანაირ უხერხულობას და პასუხისმგებლობას არ გრძნობს ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონის გამო. მოვუწოდებ მას, რომ 20 ლარიანი ერთჯერადი ვაუჩერის ნაცვლად პირობა შეასრულოს და პენსია 100$-მდე გაზარდოს" - განაცხადა "ნიუსპრესთან" საუბარში ჯონდი ბაღათურიამ.
"ქართული დასის" ლიდერი აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ "პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევს და ხალხს ვაუჩერიდან ვაუჩერამდე მოლოდინის რეჟიმში აცხოვრებს."
ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერების დარიგება მთავრობამ დღეს დაიწყო.

ბეჭდვა