საქართველოსთვის ჩიკაგოს ნატოს სამიტის კომუნიკეში დაფიქსირებული მიღწევები ღირებულია, თუმცა, ამით არ კმაყოფილდება და რეფორმების
აქტიურ განხორციელებას აგრძელებს.
ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ ნატოს კვირეულის გახსნაზე განაცხადა.
,,მოხარულები ვართ, რომ ნატო-მ აღიარა საქართველოს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები და რეფორმები. თუმცა, ჩვენ წინ ვიყურებით და ჩიკაგოს სამიტის მიღწევებით არ ვკმაყოფილდებით“-განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რეფორმებ პოლიციის, შეიარაღებული ძალების, თავდაცვის, ანტიკორუფციული მიმართულებით და ასევე, ეკონომიკის სფეროში.
ბარამიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატისთვის.
როგორც ბარამიძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებთან მსჯელობა გაიმართება სამომავლო გეგმებსა და ამოცანებზე საქართველოს ალიანსში სწრაფი გაწევრიანების მიზნით.
ბარამიძე თბილისში ვიზიტით მყოფ ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენლებს ჯეიმს აპატურაის ხვდება. აპატურაი დღესვე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებს.
