პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა მზადაა და მალე გამოქვეყნდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიციის
პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა კოალიციამ ერთობლივად შეიმუშავა თემატურ ჯგუფებთან ერთად და უკვე დასრულებული სახეც მიიღო.
„ეს არის ძალინ საინტერესო პროგრამა, რომელიც დარწმუნებული ვარ მხარდაჭერილი იქნება მოსახლეობის მიერ. მოგვიანებით, იგი სრულად გამოქვეყნდება, ამ ეტაპზე, კი გზავნილებს ნაწილ-ნაწილ ვახმოვანებთ“ - განაცხადა მან.
მისი განმარტებით, საარჩევნო კამპანიას თავისი დინამიკა აქვს. არჩევნების თარიღის გამოცხადებასთან ერთად კი, კოალიციის გეგმები დაკონკრეტდება.
