მაჟორიტარობის კანდიდატების მეორე ნაწილს „ქართული ოცნება“ ოზურგეთში დაასახელებს
მაჟორიტარობის კანდიდატების მეორე ნაწილს „ქართული ოცნება“ ოზურგეთში დაასახელებს
12:27 11.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მეორე ნაწილი ოზურგეთის აქციაზე დასახელდება, რომელიც 17 ივნისს იგეგმება.
როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების ვინაობა მალე საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში გახდება ცნობილი.
„მაჟორიტარების წარდგენა საზეიმო მოვლენაა და მათ ვინაობას კოალიციის ლიდერი დაასახელებს. არის რეგიონები, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა და პოზიციების შეჯერება. 4-5 საარჩევო ოლქის გარდა ყველგან გვყავს ერთი ან რამდენიმე კარდიდატი, რომლებიც მალე დასახლდებიან“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, კოალიცია დარწმუნებულია, რომ ოზურგეთში დაგეგმილი აქცია, ისეთივე მშვიდობიანი იქნება, როგორც თბილისსა და ქუთაისში იყო.
მისი განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, თუ კონკრეტულად რა ტერიტორიაზე ჩატარდება აქცია ოზურგეთში. ამის შემდეგ კი, აქციები აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში იგეგმება.


ბეჭდვა