ქართული მხარე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის თბილისში ვიზიტს
მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კალანდაძემ აღნიშნა, აპატურაის ვიზიტი რუტინული ხასიათისაა, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინადიან, ნატო-ს ჩიკაგოს სამიტს ებმის და მისი მიზანი სამიტის შედეგების იმპლემენტაციაა.
,,ნატო-სთან ურთიერთობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დინამიკის შენარჩუნება, რათა მუდმივად გვქონდეს ინტერაქცია და შესაძლებლობა ნატო-ს წარმომადგენლებისთვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებისა და მათი რეკომენდაციების მოსმენისა“ - განაცხადა კალანდაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი ინფორმაციული თვალსაზრისით დატვირთული იქნება, როგორც საქართველოსთვის ისე, ნატოს წარმომადგენლისთვის.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს აპატურაი, როგორც სახელმწიფო უწყებების ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. დაგეგმილია მისი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
