ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება
09:01 11.06.2012
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრის მთავარი თემა კომისიის შექმნის საკითხი, მისი უფლებამოსილება და მიზნები იქნება. ასევე, განიხილება კომისიის საქმიანობა მისი შექმნიდან დღემდემდე.
როგორც „ნიუსპრესს“ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიიდან აცნობეს, კომისიის თავმჯდომარე სტუმრებს სამომავლო საქმიანობის იმ გეგმებს გააცნობს, რისი განხორციელებაც კომისიის უფლებამოსილების ამოწურვამდე იგეგმება.

ბეჭდვა