პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი ქუთაისში „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისული ხალხის
რაოდენობით კმაყოფილია.
,,მოლოდინს გადააჭარბა იმან , რაც დღეს მე აქ ვიხილე. ჩვენ ამ აქციისთვის ვემზადებოდით უკვე 27 მაისიდან, თბილისის აქციის შემდეგ. მე პირადად ათი დღის განმავლობაში დავდიოდი შეხვედრებზე ჭიათურაში, საჩხერეში, ხონში. ყველგან ერთი სურათია. ერთი მხრივ საშინელი სიდუხჭირე და მეორეს მხრივ იმედი ხვალინდელი დღის, რაც დაკავშირებულია ქართული ოცნების ახდენასთან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იმერეთი წელში გაიმართოს. დღეს აქციაზე ათიათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. მინდა გითხრათ რომ მოლდინს გადააჭარბა რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ. ასეთი რამ ქუთაისში პირველად მოხდა“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
კოალიცია „ქართული ოცნების“ მომდევნო აქცია გურიაში გაიმართება.
