"ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში, დღეს ასათიანის ქუჩაზე კოტე აფხაზის მემორიალური დაფა გაიხსნა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალს თბილისის მერი გიგი უგულავა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრნენ.
კოტე აფხაზი ქართლ-კახეთის თავად-აზანაურთა წინამძღოლი (მარშალი) იყო. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით ხევსურეთში აჯანყება მოხდა. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე 1923 წელს ჩეკისტებმა დღევანდელი "ვაკის პარკის" ტერიტორიაზე დახვრიტეს.
