შოთა მალაშხია - პუტინი კვლავ საბჭოთა მენტალიტეტით აზროვნებს
შოთა მალაშხია - პუტინი კვლავ საბჭოთა მენტალიტეტით აზროვნებს
15:33 23.02.2012
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, შოთა მალაშხიას განცხადებით ვლადიმერ პუტინის მენტალიტეტი არ იცვლება და ის კვლავ საბჭოთა მენტალიტეტს  ამჟღავნებს. ასეთი შეფასება გააკეთა შოთა მალაშხიამ ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით სადაც რუსეთის პრემიერი აცხადებდა რომ მას ქართველი ხალხი უყვარს.
"უშიშროების მაიორი ახალს ვერაფერს მოიფიქრებდა, რადგან ის საბჭოთა მენტალიტეტით აზროვნებს. თავის დროზე სტალინი ამბობდა, რომ ფინელი ხალხი უყვარს და ფინელი ბურჟუაზიული ხელისუფლება - არა. ასევე იძახდნენ სხვა საბჭოთა ლიდერები. პუტინს თავისი საკუთარი ხალხი არ უყვარს რისი დამადასტურებელიც არის მათი ქმედებები ჩეჩნეთში, დაღესტანში, ბესლანში და სხვა"- განუცხადა "ნიუსპრესს" შოთა მალაშხიამ. მისივე თქმით, უკეთესი იქნებოდა თუ პუტინი რუსეთის შიგნით არსებულ პრობლემებზე ისაუბრებდა და იაფფასიანი ტრიუკებით არ დაკავდებოდა.

ბეჭდვა