ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქცია იწყება
ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქცია იწყება
17:53 10.06.2012
ქუთაისში ე.წ. ასსაფეხურიან კიბეებთან კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია იწყება. კოალიციის მხარდამჭერთა რაოდენობა ამ დროისთვის რამდენიმე ათასს შეადგენს. ლიდერების თქმით, ისინი   რაიონებიდან კიდევ რამდენიმე ასეულ მანქანას ელოდებიან.
ჯერჯერობით, უცნობია რომელი მიმართულებიდან შეუერთდება აქციას კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.
ბალახვანთან მისასვლელი ყველა გზა საავტომობილო ტრანსპორტისთვის გადაკეტილია.

ბეჭდვა