გიორგი თარგამაძე ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა
 გიორგი თარგამაძე ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა
16:42 10.06.2012
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე დღეს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ბრიტანეთის  კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც თარგამაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია აქტიურად მუშაობს ბრიტანელ კონსერვატორებთან საარჩევნო გამოცდილების გაზიარების მიზნით.
ბრიტანელი პოლიტიკოსები ქდმ-ს ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატების რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო სისტემებისა და ეფექტური საარჩევნო კამპანიის წარმოების თემატიკაზე ტრენინგს უტარებენ.


ბეჭდვა