“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ახალგაზრდული ფრთა ლოზუნგით - "დავიცვათ ყველგან ჩვენი კულტურული
მემკვიდრეობა" დღეიდან აქცია-ლაშქრობებს იწყებს.
ედპ-ს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქცია-ლაშქრობების ციკლი სიმბოლური ხასიათისაა და მისი მიზანი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლის გაფრთხილებაა.
„ჩვენ ყველანი ერთად შემოვივლით ისტორიულ ძეგლებს, მოვილოცავთ ჯვარს, სვეტიცხოველს, ზედაზენს, ავალთ მარტყოფის მონასტერში და უფალს შევავედრებთ აფხაზეთს, ცხინვალს და ამ დროებით დაკარგულ ტერიტორიებთან ერთად ოშკსა და იშხანს“ - განაცხადა ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა სიმონ ბერძენაძემ.
აქციაში ახალგაზრდა „ეროვნულ-დემოკრატები“ და ედპ-ის თბილისის ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას.
