მაია ფანჯიკიძე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე კომენტარს არ აკეთებს
მაია ფანჯიკიძე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე კომენტარს არ აკეთებს
14:40 10.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე კომენტარს არ აკეთებს. გავრცელებული კადრების თანახმად, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაურკვეველ პირებს ყუთებში შეფუთული მაცივარი და სარეცხი მანქანა შეაქვთ.
საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ აცხადებენ, რომ ქუთაისში, ამომრჩეველთა მოსყიდვის კიდევ ერთი საეჭვო ფაქტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“- მა გადაიღო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ეს ტექნიკა ის ნივთები, რომლის დარიგებასაც აქციაზე მისვლის სანაცვლოდ „ქართული ოცნება“ მხარდამჭერებს ჰპირდებოდა.
„ტელეკომპანია „იმედისგან“ რამე გიკვირთ? მათ მიერ ინტერპრეტირებულ კადრებზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ფანჯიკიძემ.

ბეჭდვა