„ქართული ოცნება“ სამართალდამცავებს აქციის მშვიდობიან ვითარებაში ჩატარების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
„ქართული ოცნება“ სამართალდამცავებს აქციის მშვიდობიან ვითარებაში ჩატარების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
10:59 10.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას და სამართალდამცავებს ქუთაისში დაგეგმილი აქციის მშვიდობიან ვითარებაში  ჩატარების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
როგორც კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის გვერდზეა აღნიშნული, აქციაზე იმერეთის რეგიონიდან ათეულობით ათასი ადამიანის შეკრებას ელოდებიან. ამასთანავე, აქციის მსვლელობას საერთაშორისო და არასამთავარობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან.
„ქართული ოცნების“ აქცია ქუთაისში დღეს 18:00 საათზე, აღმაშენებლის ძეგლთან, ე. წ. ბალახვანის ასსაფეხურიან კიბეებთან გაიმართება.
აქციაზე ხალხის მობილიზება 15:00 საათიდან დაიწყება, მხარდამჭერები ქუთაიში იმერეთის თერთმეტივე რაიონიდან ჩავლენ.

ბეჭდვა